geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ვებინარი კონკურენციის სამართალში N6

 

 ვებინარი N6

 

2026 წლის 19 ივნისს 19:00 საათზე თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება მეექვსე ვებინარი კონკურენციის სამართალში,  სადაც მოწვეული იქნება ექსპერტი - სერგი გლუშჩენკო (LLM in International Competition Law, City University London) - ეროვნული ექსპერტი ევროკავშირის ციფრული რეგულირების საკითხებზე (უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო). 2024 წლიდან ჩართულია ევროკავშირი-უკრაინის მოლაპარაკებებში ციფრული კონკურენციისა და რეგულირების საკითხებზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით. შედის იმ მრჩეველთა ჯგუფში, რომლებიც კონსულტაციას უწევენ უკრაინას ციფრულ ბაზრებზე კონკურენციის დაცვის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებს გათანაბრებული კანონმდებლობის შემუშავებაზე. 2014 წლიდან არის უკრაინაში დაარსებული გლობალური იურიდიული ფირმის - Asters - წამყვანი იურისტი კონკურენციის სამართლის მიმართულებით.  

 

ვებინარის თემა იქნება:   „ციფრულ ბაზრებზე კონკურენციის (ახლებური) რეგულირება და კონკურენციის დამცავი საკანონმდებლო ჩარჩოს განახლება ევროკავშირთან მიერთების პროცესში: რას გვასწავლის უკრაინის გამოცდილება?“

 

ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ პოსტერს. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://forms.gle/k1zqy1zwMCGNFoXH7

 

თარიღი: 05/06/2026